რომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 14:01

რომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის პატივისცემის მიზნით მივიდნენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„კომისიის მიზანიც არის დროის გაწელვა და სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა თემების, რომელიც დღეს არის ძალიან მნიშნელოვანი. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებთ. პატივს ვცემთ პარლამენტს, რიგგარეშე სხდომას დავესწრებით, ჩვენს აზრს გამოვთქვამ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, კომისია ეს არის ხელისუფლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანიც არის იუსტიციის მინისტრის და დამნაშავე ადამიანების გადარჩენა, მათ შორის პროკურატურის სისტემაში.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 14:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics