კონკურს “ლიტერას” პროტესტის ნიშნად მწერალი და გამომცემელი, ზვიად კვარაცხელიაც ტოვებს

კონკურს “ლიტერას” პროტესტის ნიშნად მწერალი და გამომცემელი, ზვიად კვარაცხელიაც ტოვებს. მისი თქმით, მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი. კვარაცხელია ამბობს, რომ ეს ყველა მთავრობას და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მწარედ უბრუნდება ხოლმე.

ცნობისთვის “ლიტერას” ჟიურიში სამინისტრომ ერთი წევრი თვითონ დანიშნა.

“ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრემია ყველა მწერლისთვის – წიგნის დაფასების, აღიარებისა და მატერიალური თვალსაზრისით, ამიტომ თავს არასდროს მივცემ უფლებას, ვინმეს რამე ვურჩიო ან მოვუწოდო, ან ჩემი, როგორც გამომცემლის პოზიცია გამოვიყენო ამისთვის. თანამედროვე ქართული მწერლობის პრობლემებს არავისზე ნაკლებად არ ვიცნობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კატეგორიული ლაპარაკი არ მგონია სწორი იყოს.

ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია კი ეს არის – ვხსნი ჩემს წიგნს „დარეკე! დაუბარე!” პრემია „ლიტერადან”.

P. S. პრემია „ლიტერა” დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლიტერატურულ პროცესზე, და რაც მთავარია, აბსოლუტურად დაცლილი იყო იდეოლოგიური კონიუნქტურისგან. მგონია, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!”, – წერს ზვიად კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიალიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიური მესამე წევრმა ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა