კონკურენტის ბანერი ამჯერად ხუნდაძის დეიდშვილის სახლზე დაკიდეს – მცხეთური ბანერების სკანდალის ახალი ფაზა

14518537_1207825515907614_1499086067_nმცხეთაში „ბანერების სკანდალი“ გრეძელდება, თან ისე გრძელდება, რომ ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სახეს იღებს, ანუ მთელი ამ ამბის ალია-ბალისა ისაა, რომ როგორც „თაიმერს“ უთხრეს, სკანდალში უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევძაზეც ჩაერია, თუმცა ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით, სკანდალის პრეისტორიას გაგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ, „თაიმერს“ ერთი ფოტო მოწოდეს, თან ინფორმატორმა განაცხადა, რომ ამ ფოტოზე აღბეჭდილი სახლი, რომლის კედელზეც პატრიოტთა ალიანსის“ მცხეთის მაჟრიტარობის კანდიდატის, ვინმე კონსტატინე მორგოშიას პლაკატია გაკრული, „ოცნებელ“ დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. მოგეხსენებათ, თავად ხუნდაძეც იყრის კენჭს მცხეთაში.

„თაიმერმა“ აღნიშნული ფოტო, რასაკვირველია, გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელებშიც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თან ისეთი დიდი აჟიოტაჟი, რომ ფოტოს განხილვაში თავად ხუნდაძის ცოლი და მისი სადაქალოც ჩაერთო, ანუ „ჩემი ცოლის დაქალების“ მცხეთური სცენარი გათამაშდა.

რაც შეეხება ახალ სკანდალს, ამის შესახებ ინფორმატორი „თაიმერს“ ასეთ ამბავს უყვება:

„როგორც მე გავიგე, ხუნდაძემ ვინმე მორგოშიასთან, ანუ „პატრიოტთა“ ტიპთან, დავით თევზაძეს დაარეკინა და ათხოვინა, რომ მისი სახლიდან საარჩევნო ბანერი ჩამოეხსნა. თევზაძემ მორგოშიას როგორც ვიცი, დაურეკა, მაგრამ სხვა „სოუზით“, ანუ უთხრა, რომ ამ სახლის პირველ სართულზე ჩემი პარტიის ოფისია და თუ შეგიძლია, ბანერი მოხსენიო. როგორც ჩანს, ეს მორგოში, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის, თევზაძეს პატივს სცემს და თხოვნაზე უარი ვერ უთხრა და ხუნდაძის სახლიდან ბანერი ჩამოხსნა, მაგრამ უარესი რაღაც გააკეთა – ადგა და ბანერი იქვე, პირდაპირ ხუნდაძის დეიდაშვილის სახლის კედელზე დაკიდა, თან ისე, რომ ხუნდაძის დეიდაშვილს ეს არ გაუპროტესტებია. სხვათა შორის, დეიდაშვილი ხუნდაძის კარის მეზობელია, ანუ მორგოშიამ ბანერი ხუნდაძის კუთვნილ სახლთან უფრო ახლოს დაკიდა. არადა, ყველა ლოგიკით, დედიდაშვილს მორგოშიასთვის ბანერის თავისი სახლის კედელზე გაკვრის უფლება არ უნდა მიეცა, მაგრამ დეიდაშვილმა ალბათ, ყველზე კარგად იცის, ხუნდაძე რა ღვითოც არის და მისი მეორედ გატეპუტატება მცხეთას რომ არაფერს მოუტანს და მორგოშიას ბანერი საკუთარ სახლზე, ალბათ, ამიტომაც გამოჭიმინა.“

ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, მაგრად „ტეხავს“ და თითოეულ ჩვენგანს „გაუტყდებოდა“, რომ ჩვენს სისხლით ნათესავს „პადეშკა“ ჩვენი კონკურენტისთვის მიეცა, მაგრამ პოლიტიკაში, როგორც ამბობენ, ყველაფერი მოსულა.

„სხვათა შორის, საინტერესოა, საკუთარ დეიდაშვილსაც თუ დაუძახებს ფულზე გაყიდულს ხუნდაძე?“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ადამიანი, ვინც ბანერების სკანდაალის ამსახველი ფოტომასალა ამჯერადაც მოგავწოდა და თან ღიმილით დასძენს, ეს არჩევნები თუ დროზე არ დამთავრდა, ხუდაძეს გააგიჟებენო, თან როგორც ინფორმატორი ამბობს, ერთ დილას, ხუნდაძე რომ გაიღვიძებს, მორგოშიას ბანერი შეიძლება, საკუთარი სახლის კარზე დახვდეს გაკრულიო.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ჩემთვის თავიდანვე გამოცანა იყო
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება