დავით სერგეენკო : ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება

ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს.

„დემოკრატიულ საქართველოში არასოდეს არ იქნება ერთი და იგივე პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნები იმისთვის არის, რომ მოსახლეობამ მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელსაც მისთვის მისაღებად მიიჩნევს. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. თუკი დადგება გუშინ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, კიდევ ერთხელ დაგვარწუმებს, რომ არის სისტემური მცდელობები, დაძაბულობის ხელოვნურად შესაქმნელად. არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს. მე დარწუმებული ვარ, რომ სამართალდამცელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოხდეს პრევენცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკონკურენტის ბანერი ამჯერად ხუნდაძის დეიდშვილის სახლზე დაკიდეს – მცხეთური ბანერების სკანდალის ახალი ფაზა
შემდეგი სტატიანიკა მელიას განცხადებით არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს