კონკრეტული ნაბიჯების გარეშე გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება – გიორგი კანდელაკი სანქციების დაწესებაზე

პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის შეტანასთან დაკავშირებით, განცხადბა გააკეთა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა. კანდელაკი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რეზოლუცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ითვალისწინებს.
„21 თებერვალს, ჩვენ გამოვედით “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის ინიციატივით. ამ ინიციატივის მთავარი არსი არის, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართული ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, გატარდეს კონკრეტული სანქციები, იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საბანკო ტრანზაციების განხორციელების შეზღუდვა თუ მრავალი სხვა, რაც მათ ცხოვრებას გაართულებს. კონკრეტული ნაბიჯების გადაუდგმელობის შემთხვევაში, ეს იქნება უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“. გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება და მომავალში არანაირი შემაფერხებელი, რომ რუსეთმა აღარ გადადგას მსგავსი ნაბიჯები, აღარ ექნება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიპირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიარეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული – ნარჩემაშვილი