კონგრესმენი ბილ კიტინგი ლგბტქი+ უფლებადამცველი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს

დემოკრატი კანონმდებელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები მონაწილეების ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად.

„5 ივლისს ლგბტქი+ თემის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები შეიჭრნენ პრაიდის მსვლელობის ორგანიზატირების „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებში და თავსს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ ძალადობის დოკუმენტირებას. „თბილისი პრაიდის“ საპასუხოდ ანტი-ლგბტქი+ მხრიდან ძალადობის რეალური საფრთხე თვალსაჩინო იყო რამდენიმე კვირით ადრე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები მონაწილეების ადეკვატური დაცვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უზრუნველსაყოფად“, – წერს ბილ კიტინგი.

ბილ კიტინგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და გამოიძიოს, რატომ არ იყო უზრუნველყოფილი სრული დაცვა.

„მე ვგმობ არატოლერანტობის ამ აქტებს და ვუერთდები აშშ-სა და ევროპიდან საქართველოს მთავრობისადმი ჩემი კოლეგების მოწოდებას, პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები და ჩაატარონ სრული გამოძიება, თუ რატომ არ იყო უზრუნველყოფილი ადეკვატური დაცვა. ნათელია, რომ ქართველ ხალხს სურს, იცხოვროს საქართველოში, რომელიც ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს თანაბარი უფლებებით, და მთავრობამ ყველა შესაძლო ზომას უნდა მიმართოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველამ შეძლოს, იცხოვროს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში იმის მიუხედავად, თუ ვინ უყვართ მათ. პრაიდი არის პროტესტი, სიყვარული არის სიყვარული“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიომ რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია