მეუფე შიომ რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეუფე შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდნენ.

მეუფე შიომ რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, შეხვედრას არ ესწრებოდა და განხილულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

მისივე განმარტებით, ასევე არ იცის, რომელი მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა, შეხვედრის მიზეზი ყოფილიყო საპატრიარქოს ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითამაზ ლომიძე: “ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს
შემდეგი სტატიაკონგრესმენი ბილ კიტინგი ლგბტქი+ უფლებადამცველი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს