კონგრესი: საქართველო აშშ-ს ღირსეული მეგობარია.

ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? - დაინტერესდა აშშ კონგრესი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრას შეეხებოდა.

კანონპროექტში წერია, რომ საქართველო აშშ-ს ღირსეული მეგობარია. ამასთან, მასში საუბარი შეეხო ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთის სამხედრო მისიებში შეტანილი წვლილს.

“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული მეგობარია. სახელწიფოებმა არა ერთხელ გამოავლინეს საკუთარი ვალდებულები იმ მიზნების მიმართ, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების წინსვლას ისახავს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის პარტნიორი პროგრამის ფარგლებშიც. ქართველი სამხედროების წვლილი ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში ფასდაუდებელია”,- წერია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე წერია, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კანონპროექტის თანახმად, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დოკუმენტში წერია, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

ამასთან კონგრესი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შეკავებისა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, აშშ-მ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დახმარება უნდა გააგრძელოს.

“საქართველო გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო კორიდორი. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. კონგრესი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოსა ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობა.

რუსული აგრესიის შეკავებისა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, გააგრძელოს საქართველოს დახმარება უსაფრთხოების საკითხებში, ჯარის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ნატოს ჯარებთან თავსებადობის გაზრდაში, გააღრმავოს საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ჩართულობა”-, ნათქვამია კანონპროექტში.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა