სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

8 სექტემბერს, საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ- მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქარველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

სომხეთის დელეგაციაშია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, რომელიც დღეს თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა
შემდეგი სტატიაკონგრესი: საქართველო აშშ-ს ღირსეული მეგობარია.