კომუნიკაციების ეროვნულ კომისია „რ2“- ის სოციოლოგიურ კვლევებზე მსჯელობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში „რუსთავი 2“- ის მიერ სოციოლიგიური კვლევების საკითხზე მსჯელობს. სხდომას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც ესწრება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცლებული ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლენილ იქნა კომპანია ,,GFK“-ის მიერ სოციოლოგიური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება აკრძალულია და ამ მოთხოვნის დაცვაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს რეაგირებას მოცემულ ფაქტზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილობით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქმესთან არსებული დოკუმენტაცია სრულად გამოითხოვა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო კომისიამ მხარეებს ინფორმაციის წარმოსადგენად ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : “თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა – დატოვეთ სკამი ცარიელი“
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს – პლენუმის სხდომა ჩაიშალა