დავით უსუფაშვილი : “თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა – დატოვეთ სკამი ცარიელი“

პოლიტიკოსების ვალდებულებას უწოდებს არჩევნების წინ, დებატებში მონაწილეობის მიღებას “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და პარლამენტის თავმჯოდმარე დავით უსუფაშვილი. მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტია და ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, უარს ამბობს პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე:

“ჩემთვის ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ერთის მხრივ, “ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების მხრიდან, რომლებიც თავს არიდებენ დებატებს ყველგან. მინდა შეგახსენოთ, რომ არც “ქართული ოცნება“, არც “ნაციონალური მოძრაობა“ და არც ორი-სამი სხვა პარტია არ მობრძანდნენ საზოგადოებრივ არხზე დაგეგმილ დებატებში. ისიც არ იკადრეს, აეხსნათ საზოგადოებისთვის, რატომ? პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, ის უარს ამბობს პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე. დებატები არ არის უფლება. არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობა არის პოლიტიკოსების ვალდებულება. მე ასევე აღშფოთებული ვარ და მინდა, “რუსთავი2“-მა თავისი ეთერით საზოგადოებას ამცნოს, რომ ამ შემთხვევაში “რუსთავი 2“ “ქართული ოცნების“ ჭკუაზე დადის. თუ ისინი არ მოვლენ, დანარჩენი პარტიების დებატები საზოგადოებას არ აინტერესებს?! არ მოვლენ? – დატოვეთ მათი ტრიბუნა ცარიელი და დანარჩენ პარტიებს მოგვეცით საშუალება, გავარკვიოთ ჩვენი ხედვები. მედია ნუ იქცევით პოლიტიკური მხარე – თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა – დატოვეთ სკამი ცარიელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნულ კომისია „რ2“- ის სოციოლოგიურ კვლევებზე მსჯელობს