კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

აფეთქება დიდ დიღომში – კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტული განცხადების გავრცელებას კი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ წუთებში სამართალდამცავები „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს კითხავენ.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი პაციენტიდან ხუთი ხვალ ხელმეორე შემოწმების შემდეგ გაწერება
შემდეგი სტატიაუდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს