იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი პაციენტიდან ხუთი ხვალ ხელმეორე შემოწმების შემდეგ გაწერება

იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხვალ დილით კლინიკაში მოთავსებულ ხუთ პაციენტს ხელმეორე შემოწმების შემდეგ გაწერენ. მისი ინფორმაციით, ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იაშვილში სულ 6 ბავშვია მოთავსებული.

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენთან მოთავსებული 5 პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობას ნამდვილად არ საჭიროებენ. ასე რომ, სავარაუდოდ ყველა მათგანი ხვალ დილით ხელმეორე შემოწმებისა და შეფასების შემდეგ გაეწერება. ერთს ალბათ გაუგრძელდება მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის სახელობის კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა
შემდეგი სტატიაკომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს