კომპანია Hunnewell Partners “ლიბერთი ბაკის“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს ორი თვის განმავლობაში დაასრულებს

კომპანია Hunnewell Partners “ლიბერთი ბაკთან” მოლაპარაკებებს ბანკის შესყიდვასთან აკავშირებით ორი თვის განმავლობაში დაასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პარტნიორმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს ეკონომიკური ფორუმის შემდეგ მიაწოდა.

მისი თქმით, ბანკის შეძენა საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა ძალიან მალე ბანკი საერთაშორისო კომპანიის მფლობელობაში გადავა.

“ლიბერთი ბანკს” გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება. იმ ხალხს, ვინც ჩვენ უნდა მოგვყიდოს, ანუ დღევანდელ მფლობელებს, უჩივლეს სხვებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არიან მფლობელები. შემდეგ ეს დალაგდა. იმედი მაქვს, რომ სადღაც ერთ თვეში, თვენახევარში ამ თემას დავამთავრებთ და „ლიბერთი ბანკს“ შევიძენთ. ჩვენი კომპანია ზოგადად ყიდულობს სხვა კომპანიას, ცოტა ხნით აკვირდება და შემდეგ ვყიდით“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძის სახლის კედელზე კონკურენტის ბანერი გააკრეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს მთავრობის შეცდომების წყარო იყო ის, რომ არ არსებობდა ერთიანი ხედვა