ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს მთავრობის შეცდომების წყარო იყო ის, რომ არ არსებობდა ერთიანი ხედვა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფორუმზე ეკონომიკაში დავშებულ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, გასული 4 წლის შესახებ ისაუბრა.

„სიტყვით გამოსვლისას, მე ხაზი გავუსვი იმას, რაში არ ვეთანხმებოდი პოზიციას, რა იყო ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა და ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იყო ის, რაღაც ეკლექტური გუნდი, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში, რომელსაც არ ჰქონდა ერთიანი ხედვა თუ საით უნდა წაეყვანა ქვეყნის ეკონომიკა. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ბევრი პრობლემა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის კუთხით დიდი შეცდომა არ დაუშვა.

“შეიძლება ერთი კატასტროფული შეცდომა არ ყოფილა, მაგრამ იყო ჯამურად ძალიან ბევრი შეცდომები, რომლებმაც საბოლოო ჯამში ეკონომიკა დააზარალა. ამ შეცდომების წყარო იყო სწორედ ის, რომ არ არსებობდა რაღაც ერთიანი ხედვა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მე გავაკეთე აქცენტი იყო ის, რომ თუნდაც 10 წელიწადში საქართველო წარმატებული ქვეყანა რომ გახდეს, მხოლოდ ის ნაბიჯები რასაც კვირიკაშვილი დგამს, ან თუნდაც მხოლოდ ესტონურ მოდელზე გადასვლა, თუ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის საკითხი არ არის საკმარისი. მე ავუხსენი რა არის ამისთვის გასაკეთებელი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია Hunnewell Partners “ლიბერთი ბაკის“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს ორი თვის განმავლობაში დაასრულებს
შემდეგი სტატიასოსო ფხაკაძე: ეკონომიკურ ფორუმზე გულახდილად ვთქვი, რომ ის კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს მისაღებია