კომპანია „ალბატროსის“ თანამშრომლები ამ წუთებში პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდებიან

კომპანია „ალბატროსის“ თანამშრომლები ამ წუთებში პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდებიან. უკვე მეორე დღეა, კომპანიაში მუშაობა პარალიზებულია, რადგან თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.

მიზეზი თანამშრომლებსა და დაცვის სამსახურს შორის მომხდარი ინციდენტია. მუშები აცხადებენ, რომ ისინი დაცვის თანამშრომლებმა სცემეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს გაყიდვების სამსახურის სამი წარმომადგენელიც შეუერთდა.

კომპანიის თანამშრომლები დაცვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ლევან კერვალიშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მუშების შეურაცხყოფის დავალებას დაცვა სწორედ კერვალიშვილისგან იღებს. კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს გამოძიების დასრულებამდე დაცვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის დროებით განრიდებას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშილონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში ქართული დოკუმენტური ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”მსოფლიო პრემიერა გაიმართა .
შემდეგი სტატიაკახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა