კახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

კახა კალაძე მათ დაჰპირდა, რომ მერია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

კალაძის თქმით, სიღარიბის დონის შემცირებას და თბილისში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმებას ხელს შეუწყობს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს, ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის, სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკურ მიმართულებას სთავაზობს.

ეს კი გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების გააქტიურებას.

კახა კალაძემ იმ ფართების დაკანონების საკითხზეც ისაუბრა, სადაც დევნილი ოჯახები უკვე ათწლეულებია, ცხოვრობენ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ალბატროსის“ თანამშრომლები ამ წუთებში პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ნიკეს დასახლებაში, მცხოვრებ დევნილებს შეხვდა