კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ გელათის ძირითადი ტაძრის სივრცეში წყლის შეღწევის 3 კერა გამოვლინდა

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 5-6 თებერვალს გელათის ძირითადი ტაძრის სივრცეში წყლის შეღწევის 3 კერაა იდენთიფიცირებული.

ბარათაშვილი ამბობს, რომ მრავალი მოთხოვნის ფონზე, რომ დროებითი გადახურვა სასწრაფოდ შეცვლილიყო, ბოლო 9 თვის მანძილზე სარესტავრაციო კომიტეტი ამბობდა, რომ დროებითი გადახურვა გამართული იყო და წყალს არ ატარებდა.

მისი თქმით, 5-6 თებერვლის ბოლო შემთხვევით დასტურდება ვარაუდი, რომ გასული წლების მანძილზე წყალი დროებითი გადახურვის ქვეშ მაინც ჩადიოდა.

კომიტეტის ცნობით, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება სრული ანგარიში, რომლებზეც ამჟამად კედლის მხატვრობის კონსერვატორები, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.

“განცხადებაში არ სახელდება კონკრეტულად რა კერებზეა საუბარი. პირველი კომენტარებით აქცენტი სარკმელებზე კეთდებოდა, თუმცა მათ მიერვე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ რეალობა განსხვავებულია.

მიუხედავად საჯაროობის შესახებ მრავალჯერ გაკეთებული დაპირებისა, ინფორმაცია ზედმეტად ზოგადი და ზედაპირულია.

არაფერია ნათქვამი ბოლო, წყლის ინტენსიური ჩასვლის შედეგად მიყენებული უარყოფითი ზიანის შესახებ უშუალოდ ფერწერის ფენაზე.

განცხადებაში აქცენტი კეთდება მხოლოდ მთავარ ტაძარზე მაშინ, როცა წმ. გიორგის ეკლესიის სივრცეშიც ჩავიდა წყალი საერთო ხასიათის პრობლემების გამო.

მრავალი მოთხოვნის იგნორირების ფონზე, რომ არასათანადო წესით მოწყობილი დროებითი გადახურვის სასწრაფოდ შეცვლილიყო, ბოლო 9 თვის მანძილზე სარესტავრაციო კომიტეტი არაერთი განცხადებით ადასტურებდა დროებითი გადახურვის გამართულობას და ამბობდა, რომ ის წყალს არ ატარებს.

რამდენადაც ფიზიკური დაზიანება გადახუვას და მის კონსტრუქციულ ნაწილს არ მიუღია, 5-6 თებერვლის ბოლო შემთხვევით დასტურდება ვარაუდი, რომ გასული წლების მანძილზე წყალი დროებითი გადახურვის ქვეშ მაინც ჩადიოდა, თუმცა, ბოლო, უხვმა ნალექმა მისი უარყოფითი ეფექტი თვალხილული გახადა”, – წერს ბარათაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები კიდევ 33 ოჯახს დაუკანონდა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: დარწმუნებული ვარ, რომ (გიორგი მამალაძეს) მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია