ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია
“მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ (მამალაძის გათავისუფლება), მაგრამ რა ვქნათ, რაც არის არის. სინამდვილეში რა და როგორ არის ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ (გიორგი მამალაძეს) მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს ამ საბრალდებო დასკვნას. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი.
რაც შეეხება, დაანონსებულ მხილების სერიას, წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოდა, დეკანოზმა ისეთი ფაქტები გაასაჯაროვოს, რაც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
რისი თქმაც უნდოდა, ყველაფერი თქვა. რა უშლიდა აქამდე ესაუბრა?”- თქვა სასულიერო პირმა.