“კომენტარი გაკეთდა იმაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვალა მთავრობის მეთაურმა“ – ჩუგოშვილი

პრემიერის განცხადებებს ღამის კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კანონმდებლები აფასებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ საკითხს კანონი არეგულირებს და გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი საკითხისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად გააკეთა.

„თუ არის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა დაშვებაზე, ესეც კანონმდებლობის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება და კანონით გათვალისწინებული ფორმით უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის არასრულწლოვნების რაიმე ფორმით პროსტიტუციაში ჩაბმაზე საუბარი, აქ აუცილებლად უნდა ჩაერთნენ სამართალდამცავები და შესაბამისი ზომები გაატარონ. კომენტარი გაკეთდა იმაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვალა მთავრობის მეთაურმა,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის მორიგი მავნებლობა, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება“ – სერგი კაპანაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სიძის დაჭრას პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა