„ეს არის მორიგი მავნებლობა, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება“ – სერგი კაპანაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე

15 წლის განმავლობაშ პირველად „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების მთავარი პირობის ცვლილება მისაღებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მათივე თმით, ახალი კონტრაქტით რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა.

ახალი ხელშეკრულება მიუღებელია ოპოზიციისთვის, აღნიშნული შეთანხმების გამო, ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მოღალატეებად აცხადებენ. ახალ კონტრაქტს წინა შეტავაზებასთან შედარებით, უარესად მიიჩნევენ ექსპერტებიც.

სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის გაზის შემოტანას საქართველოში პოლიტიკური ნიშნებისთვის გამოიყენებს:

„ეს არის მორიგი მავნებლობა, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჩვენს უსაფრთხოებაზე, რადგან სერიოზული ბერკეტი ექნება რუსეთს ჩვენთან დაკავშირებით, მონეტიზება ამ ტრანზიტის საფასურის, ნიშნავს იმას, რომ მას შეეძლება უფრო მეტად პოლიტიკური ნიშნებისთვის გამოიყენოს გაზის შემოტანა საქართველოში“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიგლდანში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია“კომენტარი გაკეთდა იმაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვალა მთავრობის მეთაურმა“ – ჩუგოშვილი