კომენდანტის საათი არის დრაკონული და გაუმართლებელი ღონისძიება, ევროპული საქართველო რათქმაუნდა უერთდება ხვალიდნელ აქცია – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ხვალ, 3 აპრილს, კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, მაშინ , როდეაც კომენდანტის დროს პოლიციის ესკორტის თანხლებით აქეიფენ რუს პროპაგანდისტს, როცა ქართული ოცნების წევრები დადიან საშვებით, რათქმაუნდა, კომენდანტის სააათს აქვს უფრო პოლიტიკური, ვიდრე ეპიდემიოლოგიური სარჩული.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეუერთდება ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფს, პოლიტიკური ორგანიზაცია კი ფილარმონიასთან შეუერთდება მსვლელობას.
„ის, რომ ქართული ოცნების წევრები ისედაც საშვებით დადიან, ქეიფობენ და რასაც უნდა იმას აკეთებენ, ეს ისედაც ვიცოდით, ახლა აღმოჩნდა, რომ პოლიციის ესკორტით აქეიფებს რუს პროპაგანდისტებს, სახელმწიფო მანქანის პროპაგანდის წარმომადგენლებს მთავრობა და ამის ფონზე, რათქმაუნდა, კომენდანტის საათი, რომელსაც როგორც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აქვს არა იმდენად ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური სარჩული, უკვე გამოიყურება როგორც რაღაც სადამსჯელო ღონისძიება მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.
იმ ფონზე, როცა მთავრობას ჩავარდნა აქვს ვაქცინაციაში, როცა ავღანეთსაც კი ჩამოვრჩებით ვაქცინის შემოტანის ტემპით და ამ ყველაფრის ფონზე კომენდანტის საათი არის რაღაც დრაკონული და გაუმართლებელი ღონისძიება, რაც, რათქმაუნდა, უნდა მოიხსნას და ევროპული საქართველო რათქმაუნდა უერთდება აქციას, ჩვენი ახალგაზრდები შეუერთდებიან აქტივისტების ჯგუფს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ხოლო ევროპული საქართველოს პარტიული ორგანიზაცია ფილარმონიასთან შეუერთდება მსვლელობას.“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიივანე კალაიჯიშვილი: დედა სოსონას ჭყონდიდის ეპარქიაში არ შეუშვებთ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქართულ ოცნებაზე წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც – კანდელაკი