ქართულ ოცნებაზე წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და საუბარია პოლიპტაიმრებსა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ არ გადააჩეხინოს ქართულ ოცნებას ქვეყანა უფსკურლში, შესაბამისად, ქართული ოპოზიცია იმოქმედებს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე როგორც მოლაპარაკებების დროს, ისე წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას.
„ვფიქრობ, ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. ნათლად არის ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ასევე არის საუბარი, რომ ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი იყო, ეს არის როგორც ვადამდელი არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს. ეს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც,
ოპოზიციის გეგმა არის ძალიან მარტივი, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, რომ არ გადავაჩეხინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა უფსკრულში. ასევე, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრით, რომ ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის გადაგორება, არა „შერემონტება“, არამედ კრიზისის გადაჭრა და მთლიანად ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და ამით ვხელმძღვანელობთ, როგორც მოლაპარაკებების დროს, ასევე იმ წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ თვალსაზრისთ, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვიდეს“,-განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიკომენდანტის საათი არის დრაკონული და გაუმართლებელი ღონისძიება, ევროპული საქართველო რათქმაუნდა უერთდება ხვალიდნელ აქცია – კანდელაკი
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია – ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე Google ან Wikipedia გამოიყენოს