კოლეგებო, გავა წლები და შეგრცხვებათ, რომ ასეთ მომენტებში საერთოდ არ ჩანდით – ტატიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ

ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ – ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ “ოცნების” მიერ მობრუნებული საშიში კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია.

ნოდიკო ტატიშვილის მიმართვის ადრესატი კოლეგების გარდა მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ. მომღერალი მათ ურჩევთ, კანონში ჩაიხედონ და ბრმად ნუ ენდობიან პარტიის პროპაგანდას.

მომღერალი ამბობს, რომ რუსული კანონი “დამპალი ვაშლია” რომელსაც მმართველი ხელისუფლება საზოგადოებას “ატენის”, ამიტოტმაც ნოდიკო ტატიშვილი ყველა, საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი თანამდებობრივი და პოლიტიკური მდგომარეობისა, მოუწოდეს, არ შეეშინდეთ, გადადგან ნაბიჯი და თამამად უთხრან რუსულ კანონს არა.

არ იცით, ახლა რა დღეში ვარ, ამერიკაში ვარ და რასაც ვუყურებ გული მისკდება. მთავრობამ რომ ნახა, რომ რაღაცები ბევრჯერ გავუტარეთ და წინა წელს არ გაუვიდათ და უკან გაიწვიეს ეს კანონი, ეტყობა გაბრაზდნენ და კიდევ გამოიტანეს. ჯერ რა წესია, როცა ამხელა პარტია გამოდიხარ და ამბობ, რომ კანონს უკან იწვევ, ერთი წელი გავიდა და ისევ ხალხი გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩაში. რაც ყველაზე მეტად მაბრაზებს, როცა საწინააღმდეგო აზრს დაინახავენ, მომენტალურად გეუბნებიან, რომ შენ ხარ “ნაცი” და შევუკურთხებდი დიდი სიამოვნებით, ვინც ამას ამბობს, რადგან ეს არის უბედურება.

ამ კატეგორიის ადამიანებმა რომ მაქონ, ჩემთვის, პირადად შეურაცხმყოფელი იქნებოდა. იქ, სადაც ფეტვიაშვილს, დოიაშვილს და თეა დარჩიას ლანძღავენ, იქ რომ თქვან, ნოდიკო კარგი ბიჭიაო, თავს ვერ გამოვყოფდი გარეთ. რუსულ კანონს რომ ვაპროტეტსტებთ, ამიტომ ვართ არარაობები, იმიტომ, რომ ეს რასქვია გავბედეთ. ეს არის წმინდა წყლის რუსული კანონი.

“ქოცების” მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, სანამ თქვენს თანამემამულეს თავზე ლაფს დაასხამთ, იქნებ მოისმინოთ, დარწმუნებული ვარ არ იციან რა წერია კანონში. უბრალოდ რადგან პარტია ამბობს, რომ არ არის რუსული კანონი, თავადაც ამბობენ, რომ არ არის რუსული კანონი.

იცი ეს ყველაფერი რისი ბრალია, რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში გინახავთ მთავრობა, რომელიც მესამე ვადით მოვიდა? ეხლა კიდევ მეოთხე ვადით რომ უნდათ მოსვლა, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ დიქტატურისკენ. რა პუტინი ხარ? თუ პუტინი ხარ, არ გვინდა პუტინი ჩვენს სახელმწიფოში. არ გვინდა ჩვენ ადამიანი, ვინც სამი და ოთხი მოწვევის პარლამენტში უნდა იჯდეს და რუსული კანონები გვიმტკიცოს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა თანამემამულებს და მინდა იცოდეთ, არანაკლებ განცდებში ვარ მეც.

ჩემს კოლეგებს, ხელოვანებს მინდა ვუთხრა, გავა წლები და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, რომ ასეთ მომენტებში საერთდო არ ჩანდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი იამაყებს, რომ იდგა იქ სადაც უნდა მდგარიყო. მე ძალიან მჯერა და მწამს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავა ეს კანონი ბოლომდე. არ შეიძლება ამ დროს როცა ამდენი ხალხი გარეთ დგას, ყური დაიყრუო. ვინც არ უნდა გიბრძანოს, გადადგი ნაბიჯი და თქვი, რომ მე ამ კანონს ხმას არ, ვერ მივცემ. იგივე ჩვენი ძალოვანები ბევრი ადამიანია დარწმუნებული ვარ, რომელსაც არ მოსწონთ, რასაც ზემოდან ავალებენ. ეხლა ჩვენ ჩვენი სამშობლო უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები” -მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლეს