კოჰაბიტაცია ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს – კალაძე

ჩვენ შეცდომები გვქონდა ამ 6 წლის განმავლობაში მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული- ამბობს თბილის მერი “იემდის” ეთერში. კალაძის თქმით, ეს არის ის, რაც მათ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან განასხვავებს. მისი აზრით, “ოცნების” ხელისუფლების ერთ ერთი შეცდომა კოჰაბიტაციაა:

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ის რაც განასხვავებს ჩვენ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო და მოახერხა, თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე. ჩვენ არ გვაქვს ვისაუბროთ წარსულზე, ძალიან მარტივია, ჩვენ 80% უნდა დავუთმოთ, იმაზე რას ვაკეთებთ ქვეყანაში და ასევე ვისაუბროთ, როგორი ქვეყანა გვინდა, საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა ხვალ. მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაკეთოთ შედარება რა იყო, რა ცვლილებები განვახორციელეთ, რო დაინახოს განსხვავება მოსახლეობამ, თორემ, სხვანაირად შეუძლებელია.

ჩვენ დავუშვით შეცდომები, დეტალებში არ შევალ და ერთ-ერთს დავასახელებ, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია მოსახლეობისთვის. ეს არის ე.წ კოჰაბიტაცია. 2012 წლის შემდეგ, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, ერთის მხრივ, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯია და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს ე.წ კოჰაბიტაცია 6 წლის თავზე ჩვენს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული” ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ვიდეო მიმართვა
შემდეგი სტატია“წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს… შეიძლება მე წავიდე, შეიძლება სხვა წავიდეს”- გედევან ფოფხაძე