“წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს… შეიძლება მე წავიდე, შეიძლება სხვა წავიდეს”- გედევან ფოფხაძე

„არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ არ არის, წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

დეპუტატი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ ან მათ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პარტიიდან უშვებენ.

“წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს. შეიძლება მე წავიდე, შეიძლება სხვა წავიდეს, არ ვიცი ვინ წავა, წავა ის ვინც აქ ვეღარ ნახავს ნავსაყუდელს, თავისი ღირებულებით თანხვედრას ამ გაერთიანებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რისთვის ვართ ერთად – ვართ თუ არა ერთად იმიტომ, რომ ვართ მართლმადიდებლები და სეკულარულ სახელმწიფოშიც ვრჩებით მართლმადიდებლად,”-განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიკოჰაბიტაცია ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს – კალაძე
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას პენსიის ინდექსაციის ფორმულის დასახელებისკენ მოუწოდებს