კობახიძე: სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას

შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას.

„მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავინს დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.

banner
წინა სტატიაშიექიმი მალხაზ ჯალაღონია მოშიმშილეთა სოლიდარობის აქციას უერთდება და თავადაც იწყებს შიმშილობას
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: 1 თებერვლიდან მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული ინტეგრირება და ამოქმედდება გადახდის სხვადასხვა პაკეტი