კობახიძე ოქრუაშვილზე: ეს პიროვნება თავისი წარსულით ნაკლებად საიმედოა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მას ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ ნდობა არ აქვს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, როდის ამბობს ის სიმართლეს და როდის ცვლის თავის გადაწყვეტილებებს, ამის თქმა რთულია.

“ზოგადად, ეს პიროვნება თავისი წარსულით ნაკლებად საიმედოა, რაც პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ მძიმე სისტემას უკავშირდება, რომლის შექმნის სათავეშიც იდგა. როგორც ჩანს, მისი მხრიდან რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად სწორად სასამართლო დარბაზში“, – დასძინა კობახიძემ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ზე დავას, დეპუტატის შეფასებით, ეს სასამართლომ უნდა განიხილოს, პოლიტიკოსებმა კი ამაზე განცხადებები ნაკლებად უნდა აკეთონ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იძულებული გახადა, გაესაჯაროებინა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დოკუმენტი.

„მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს. არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას დავის დასრულებამდე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე იძულებული გამხადეს. არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას, არჩევნების შემდეგაც, რაღაც პერიოდის განმავლობაში და ვაპირებდი, უფრო სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია ეს პრობლემა.

ეს პიროვნება არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც სამი წელია, ჩემთან ურთიერთობაში, ყველა გზაზე ჩასაფრებულის და ფეხის დამდების პოზიციიდან რაღაცნაირად მეკინკლავება თუ მებრძვის“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზი მასობრივად კვდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა