კობახიძე: ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს შესაბამისად არაფერი გამოუვა
სხვა სტატიები
- „თუ ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, ნორმალური დადგეს“ – კობა დავითაშვილი და ემზარ კვიციანი ბავშვი დასჯის სრულად აკრძალვას არ ემხრობიან
- თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმში ჩინეთის 200 ბიზნესმენი მონაწილეობს
- ”ეს იყო სამარცხვინო აქტი”- ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს, კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად,არაფერი გამოუვა.
„ეს არაა ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესაა რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, იმიტომ , რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები ბუნებრივია, არ გაუვათ,“ – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ყველას, მათ შორის „რადიკალურ ოპოზიციას“ მოუწოდებს სიმშვიდისკენ.
„სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს სჭირდება მოსახლეობას. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ ამის საშუალება მათ არ ექნებათ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.