ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა-კახიანი

„ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის,“ – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტების კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.

„უმრავლესობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ 5 თვის წინ. სამწუხაროდ, კანონპროექტის მომხრეთა რიცხოვნობა აღმოჩნდა იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭირო იყო კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მხარი დავუჭირე 5 თვის წინ ჩვენ მიერ გაცხადებულ ინიციატივას, მაინც ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. არ მინდა ემოციურ ფონზე რაიმე განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო დღევანდელი შედეგი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ დღეს ამ კონსტიტუციურ ინიციატივას პირველი მოსმენით მივიღებდით. არც მიფიქრია იმაზე, რომ ჩავარდეს, რა შეიძლება გავაკეთო. ამიტომ ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის,“ – განაცხადა კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს შესაბამისად არაფერი გამოუვა
შემდეგი სტატია“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?”-ლევან კობერიძე