კობახიძე – მე ვიცი, ვატო წერეთელმა რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს – საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი, უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული

მე ვიცი, ვატო წერეთელმა რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს – საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი, უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ანრი ოხანაშვილმა ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ვატო წერეთელს.

“მე ვიცი, მან {ვატო წერეთელმა} რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ტყუილი თქვა. მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც თავიდან უარყოფდა, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, შესაძლოა, კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ გადათქვა პირველი ტყუილი. მეორე შემთხვევაშიც ტყუილი თქვა, საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი. უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა“,- აღნიშნავს კობახიძე.

banner
წინა სტატიაში„დღესავით ნათელია”, რომ სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა – კობახიძე
შემდეგი სტატიალავროვი – უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება