„დღესავით ნათელია”, რომ სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “დღესავით ნათელია”, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა.

მისი თქმით, უცნობია რას ეფუძნებოდა აღნიშნული და შეიძლება ამ ყველაფრით გამოძიებაც დაინტერესდეს.

„კავშირები, რომ არსებობდა მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს არის დღესავით ნათელი. მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედია საშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. რას ეფუძნებოდა ეს არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები, როგორც ჩანს გაჩნდა, არის რაღაც მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ამით ყველა უნდა დაინტერესდეს მათ შორის, შეიძლება გამოძიებაც დაინტერესდეს ამ ყველაფრით“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეხვდა თუ არა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს, ამ კითხვაზე ელჩისგან გაუგებარი პასუხი მივიღეთ – კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – მე ვიცი, ვატო წერეთელმა რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს – საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი, უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული