კობახიძე: კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდს დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს მმართველი გუნდის მონაწილეობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელელთან, კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

როგორც კობახიძემ დანიელოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე დიალოგის კონკრეტულ შედეგებზე ვერ ისუბრებს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აშშ-ის ელჩთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დიალოგს უკავშირდება. ჩვენ ვართ შეთანხმებული პარტნიორებთან, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამ დიალოგის დეტალებზე, რადგან დისკუსიები გრძელდება, გაიმართება უახლოეს საათებში შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობთ. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ერთადერთი წითელი ხაზი სამართლიანობაა
შემდეგი სტატიაქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის