ირაკლი კობახიძე – ერთადერთი წითელი ხაზი სამართლიანობაა

იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია დამოკიდებულია მხარეებზეც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც მმართველ გუნდს გააჩნია, სამართლიანობაა.

„შეთანხმება, რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი. მთავარია, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მერი არაფერი. ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ დიალოგის წარმატებით დასრულების წინაპირობაა ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხვალიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაკობახიძე: კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდს დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვდება