კობახიძე: გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ოცნება” უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, ოპოზიციამ უარი თქვა

“ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით” , – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კობახიძის თქმით, მათ ოპოზიციას შესთავაზეს გირაოს გადახდის სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონის მიღება, თუმცა მათ ეს შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

“ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ეს შეთავაზება არ მიიღო,”-აცხადებს კობახიძე.

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: ხუთი საკითხიდან სამზე შევთანხმდით
შემდეგი სტატიახაზარაძე: ჩვენ ვეთანხმებით სამ საკითხს, რაც რეფორმებს ეხება- ვფიქრობ, წავიწიეთ წინ