ელისაშვილი: ხუთი საკითხიდან სამზე შევთანხმდით

“პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო “, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა,კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,ხელისუფლება და ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„საერთო ჯამში, შეთანხმება ისევ არ არის. ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით. საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე – პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქმის ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისი და მზაობა, მე პირადად ვერ ვნახე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიდანიელსონი: მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში, იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები
შემდეგი სტატიაკობახიძე: გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ოცნება” უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, ოპოზიციამ უარი თქვა