კობახიძე: ცივი გონებით გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა

region
ავტ.: region დეკემბერი 10, 2020 16:56

კობახიძე: ცივი გონებით გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა

“მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს. პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული. ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული. ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია. ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული. ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო “გირჩი” და “მოქალაქეები” ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება. იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული. ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.

ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე – თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.

ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა “ქართული ოცნება”. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ. ”- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.

region
ავტ.: region დეკემბერი 10, 2020 16:56

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics