ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე 31 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს.

ხაზარაძის ინფორმაციით, „ლელომ“ გადაწყვიტა, საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვას.

„ლელოში ჩატარდა პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა. განვიხილეთ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. მოხდა კიდევ ერთხელ შეფასება გაყალბებული არჩევნების. ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, გამოვიწვიოთ საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ მანდატებზე, რომელიც გვაქვს. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის. თუმცა სხვა გამოსავალი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ცივი გონებით გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“