კობახიძე: ცესკო იქნება 17 წევრით დაკომპლექტებული, სადაც ოპოზიციას რვა წარმომადგენელი ეყოლება

ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ. ცესკო იქნება 17 წევრით დაკომპლექტებული, სადაც ოპოზიციას რვა წარმომადგენელი ეყოლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველას შეუძლია, არჩევნებს დააკვირდეს. 31 ოქტომბრის არჩევნები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. ყველას შეუძლია, თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდნენ. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, თვითმმართველობის არჩევნები ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდება, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა, ვითარების პოლარიზებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს.

 

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიაინაშვილი: რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს