კობახიძე – 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან

19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან – მისი ანულირება ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობამ“ მოახდინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ხელშესახები მიღწევა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს, უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რაც შეეხება მოლოდინებს, კობახიძის თქმით, მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და დაელოდებიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით.

„სამი ხელშესახები მიღწევა გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია. ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევასრულეთ ვალდებულებების 45 პროცენტი, ეს არის უპრეცედენტო შედეგი, უკეთესი შედეგი, ვიდრე აქვს მოლდოვას და უკრაინას. 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის და არა ევროკავშირთან. იქ ასახული იყო პოლიტიკური კომპრომისები, 100 დღის მანძილზე „ნაცმოძრაობამ“ მას ხელი არ მოაწერა და მოხდა მისი ანულირება. ფაქტობრივად, მისი ანულირება მოახდინა სწორედ „ნაცმოძრაობამ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს უკრაინას, სანაცვლოდ აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს თანამედროვე შეიარაღებას, ჩვენც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში
შემდეგი სტატიათურნავა – ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში