თურნავა – ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში

ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში საქმიანობა მისთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა.

„დღეს ეს ინსტიტუცია ახალი გლობალური გამოწვევების და სიახლეების წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება, რომ დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რომელსაც აქვს სწორი და მოქნილი პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინამ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს