კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე: ძალიან სერიოზულად ემზადება სასამართლო პროცესისთვის

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის სერიოზულად ემზადება და აქვს მოლოდინი, რომ მას დასწრების საშუალება ექნება.

კობა ნაყოფიამ თქვა, რომ სასამართლოდან ის მოქალაქეებსაც მიმართავს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

“მოლოდინი აქვს, რომ დაასწრებენ, ის აუცილებლად წარსდგება ამ სასამართლო პროცესზე, როგორც მბრალმდებელი ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და მას ექნება ე.წ. საბრალდებო დასკვნა თავისი, რომელსაც წარუდგენს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას, ასევე, გარდა ამისა, ის მიმართავს კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობას და გააცნობს სამომავლო გეგმებს”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიტყვებზე წამოაგოს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე ორი პირი დააკავა