ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიტყვებზე წამოაგოს

პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.

„როდესაც პირველი მოსმნით ვღებულობდით ამ კანონს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ თუ ყველა ეს შემდეგ არჩევნებზე არ გავრცელდებოდა, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დათმო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ამ ცვლილებების ჩავარდნა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს. მათ უნდათ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიტყვებზე წამოაგონ და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ.

რაც შეეხება წყალობას და საჩუქარას, პოლიტიკაში ასე საუბარი სერიოზული არ არის. წყალობა და საჩუქრები რომ გვჭირდებოდეს „ქართული ოცნებისგან“, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის სახელით ვსაუბრობ, ამას რამენაირად ვითხოვდით და მივიდოდით შესაბამისი წინადადებით, რომ საჩუქარი გაგვიკეთეო, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. ამას ასე შეიძლება, შევხედოთ – ყველა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოდის, თურმე „ქართული ოცნების“ საჩუქარი ყოფილა ქართველ ხალხზე და თურმე, ყოველ დღე საჩუქრებით ხელდამშვენებულები დადიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, ცვლილებების 2024 წლიდან ამოქმედებას თუ დაეთანხმებით, – ხვიჩიას თქმით, ამასთან დაკავშირებით დამატებითი დისკუსიები ჯერჯერობით არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ თუ კარგად მოიქცევით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემოვიტანთო
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე: ძალიან სერიოზულად ემზადება სასამართლო პროცესისთვის