კლინტონის ტრამპისადმი თხოვნამ აკაუნტის წაშლაზე, რეკორდული რეტვიტი გამოიწვია

კლინტონის ტრამპისადმი თხოვნამ აკაუნტის წაშლაზე, რეკორდული რეტვიტი გამოიწვია

2დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის ტვიტებით მორიგი აზრების გაცვლისას, ამ უკანასკნელმა რეტვიტის რეკორდული რაოდენობა მოაგროვა.
კლინტონმა განაცხადა, რომ მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა უჭერს მხარს. ტრამპმა ამაზე უპასუხა: “ობამამ, ახლახანს მხარი დაუჭირა უპატიოსნო კლინტონს. მას ობამას კიდევ ოთხი წელი სურს – მაგრამ ეს არ სურს სხვას არავის” – დაწერა ტრამპმა.
ამაზე კლინტონმა მიკრობლოგში უპასუხა: “გააუქმე შენი აკაუნტი” და თან მოწინააღმდეგის ზემოთ აღნიშნული ციტატა მოიყვანა.
კლინტონის ამ განცხადებამ 360 ათასი რეტვიტი დააგროვა მაშინ, როცა ტრამპის პოსტმა – 55 ათასი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს დაიწყება. ობამას არ შეუძლია მესამე ვადით იქნეს არჩეული. ივლისში კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ეროვნულ კონვენტებს ჩაატარებენ, სადაც საკუთარ კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენენ.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი წყალდიდობის თავიდან აცილებისათვის მდინარე ვერეზე განგაშის სისტემა დამონტაჟდა
შემდეგი სტატიადაზარალებულ მოქალაქეებს 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ