კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. მას თაღლითობაში ედება ბრალი, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი ორი დღით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიათეონა ჭალიძე: მოვითხოვთ შემოწმდეს ყველა ბაღი და ყველა ის მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი, რომელიც შპს ნილს აწვდის ბაღებში შესატან პროდუქტს