თეონა ჭალიძე: მოვითხოვთ შემოწმდეს ყველა ბაღი და ყველა ის მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი, რომელიც შპს ნილს აწვდის ბაღებში შესატან პროდუქტს

,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2018 წელს 171-დან მხოლოდ 28 ბაღის სახელმწიფო კონტროლი აქვს განხორციელებული, რაც არაა საკმარისი. საქმე ეხება ბავშვების კვებას, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია, რომელიც 14ჯერ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო და აქედან 5 შემთხვევაში შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების აღმოჩენისთვის უფასო სასადილოებში, რაც კრიტიკული შეუსაბამობაა და მოვითხოვთ შემოწმდეს ყველა ბაღი და ყველა ის მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი, რომელიც შპს ნილს აწვდის ბაღებში შესატან პროდუქტს. ეს სტატისტიკა საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ გაწეული კვებითი მომსახურეობა მაღალი რისკის ჯგუფად მივიჩნიოთ და გეგმიურთან ერთად, არაგეგმიური მონიტორინგიც განხორციელდეს.”- აცხადებს პარტია ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

პარტიის წევრებმა 171-ვე ბაგა-ბაღში მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით სურსათის ეროვნულ სააგენტოში წერილი დღეს ჩააბარეს.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაკიევში Вести-ს რედაქციაში ძალოვნები შეიჭრნენ