კლიმატური პირობები თუ ხელს შეგვიწყობს, აბასთუმანში ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას

სტიქიის დროს ძნელია, მოვლენების განვითარებას პროგნოზირება გააკეთო, მაგრამ კლიმატური პირობები თუ ხელს შეგვიწყობს, აბასთუმანში ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბასთუმანში 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული და მუშაობს ავიაციაც.

“მინდა, გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ავიაცია, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. ამ ეტაპზე კომპანია “თუშეთის” ვერტმფრენი ეხმარება, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება, თუ არ ვცდები, უკვე ნებართვა არის და საჭიროების შემთხვევაში, ისინიც დაეხმარებიან. სტიქიის დროს ძნელია, მოვლენების განვითარებას პროგნოზირება გააკეთო, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა აბასთუმნის საველე შტაბში თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილა
შემდეგი სტატიათურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა