თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა

თურქეთში, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა.

როგორც თურქული სააგენტოები იტყობინება, აფეთქების ხმა იმ ავტომაგისტრალზე გაისმა, რომელზეც სამსახურებრივი სამგზავრო ავტობუსი მოძრაობდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ აფეთქება ავტობუსში მოხდა, თუმცა მოგვიანებით სააგენტოებმა ეს ცნობა უარყვეს.

როგორც გაირკვა ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ ნაგვის ყუთში იყო დამონტაჟებული. აფეთქების მომენტში ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

ჯერ დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ინციდენტი ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიკლიმატური პირობები თუ ხელს შეგვიწყობს, აბასთუმანში ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას
შემდეგი სტატიაინდოეთის ქალაქ მუმბაიში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – ნანგრევებში 40-მდე ადამიანს ეძებენ