დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირსა და ნატო-ში, რამდენადაც ვხედავ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, საქართველოს გადასაწყვეტია, რას გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
ელჩის თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვები მბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირსა და ნატო-ში.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე, დიდი ბრიტანეთი საქართველოს უახლოეს პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის იყო, დიდი ბრიტანეთი არის უკიდურესად ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტი არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. ამიტომ, ჩემი ქვეყნის პოზიციისა და ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, მე მკაფიოდ ვამბობ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირსა და ნატო-ში. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირსა და ნატო-ში. ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. თქვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ თქვენ გსურთ ევროკავშირში და ნატო-ში შესვლა. ასე რომ, რამდენადაც ვხედავ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განმარტავს და რას გადაწყვეტს. დიდი ბრიტანეთი იქნება საქართველოს გვერდით ამ გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.