კიწმარიშვილის, რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

კიწმარიშვილის, რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი შესაძლოა ბიუროს სხდომაზე განიხილონ რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეხედულებებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ამ თემებს პროკურატურა სწავლობს და საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.

“არც იმდენად მნიშვნელოვანია ეს არის მოთხოვნა მოთხოვნისათვის. ამ 3 თვის განმავლობაში მათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ. მე არ ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას. ამ საქმეებს სწავლობს პროკურატურა,”- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ხდება რელიგიის და ტერორიზმის გაიგივება”